ახალი ამბები

“ნაციონალურმა მოძრაობამ” “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს საჩივარი დაუწერა

27 აპრილი, 2013 • 864
“ნაციონალურმა მოძრაობამ” “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს საჩივარი დაუწერა

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი ლია ნოღაშვილი ამბობს, საჩივრის დაწერის საფუძველი ტელეფონით გადაღებული ფოტო გახდა. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელმა ნაძალადევის ოლქში უბნებზე დაწერილი საჩივრები მოიტანა. სულ 13 საჩივარი. მდივნის ოთახში, სადაც რამდენიმე ადამიანი ვიმყოფებოდით, მე ამ ცნობების გადაცემის პროცესი ფოტოზე დავაფიქსირე, სადაც ამ წარმომადგენლის სახე არ ჩანს. პარტიის წარმომადგენელმა ფარულ აუდიო-ვიდეოგადაღებაში დამდო ბრალი, საჩივარი დამიწერა და მოითხოვა ჩემი, როგორც დამკვირვებლის უფლებამოსილების შეჩერება. აღნიშნული საჩივარი ოლქმა დაარეგისტრირა,”- ამბობს ნოღაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი