ახალი ამბები

ანონსი: 15 აგვისტო

14 აგვისტო, 2017 • 2214
ანონსი: 15 აგვისტო

12:00 რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ რკინიგზელების ჯგუფი შიმშილობას იწყებს.


12:00 სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოების წარმომადგენლები (DEG) გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას გააფორმებენ.


12:45 მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრს, დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგის შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი