ნეტგაზეთი | გუგლის ხმის ამომცნობ სისტემას უკვე ქართული ენაც ესმის გუგლის ხმის ამომცნობ სისტემას უკვე ქართული ენაც ესმის – Netgazeti

გუგლის ხმის ამომცნობ სისტემას უკვე ქართული ენაც ესმის

გუგლის ხმოვანი სიგნალის ამომცნობ სისტემას 30 ენა დაემატა, მათ შორის ქართულიც. სისტემას ანდროიდის და Gboardy-ის ხმოვანი ძიებისთვის ახლა ჯამში 119 ენის ამოცნობა შეუძლია.

“იმისათვი, რომ პატივი ვცეთ უძველეს ენებს, საუბრის ამომცნობი მხარს უჭერს ისეთ უძველებს ენებს, როგორიცაა ქართული, რომლის ანბანიც მე-10 საუკუნით თარიღდება. ჩვენს ასევე ვამატებთ სუაჰილის და ამარიკს – ორ უდიდეს აფრიკულ ენას, ისევე როგორც ბევრ ინდურ ენას, რათა გავხადოთ ინტერნეტი უფრო მეტად ინკლუზიური,” – ნათქვამია გუგლის ბლოგში.

ინგლისურ ენაზე ხმოვანი ბრძანებით სასურველი “ემოჯის” შერჩევაც უკვე შესაძლებელი. გუგლში ამბობენ, რომ მათი მიზანია ვებზე “ნაკლები წერა და უფრო მეტი საუბარი” იყოს შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი