ახალი ამბები

საია საუბნო კომისიის თავმჯდომარის დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოითხოვს

27 აპრილი, 2013 •
საია საუბნო კომისიის თავმჯდომარის დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოითხოვს

როგორც გიორგი ჭიქაბერიძე აცხადებს  აღნიშნულმა პიროვნებებმა გადასატანი ყუთის სარგებლობით  მსურველები  არ დაარეგისტრირეს:

 

“მეთექვსმეტე საარჩევნო უბანზე სარეგისტრაციო ჟურნალში არ გაატარეს იმ ამომრჩევლების განცხადებები, რომელთაც სურვილი ჰქონდათ ხმა მიეცათ  გადასატანი ყუთის მეშვეობით. მდივანი ვალდებულია არჩევნებამდე  2 დღით ადრე გაატაროს განცხადებები სარეგისტრაციო ჟურნალში,  ან სატელეფონო ან ზეპირად თქმის საფუძველზე, რომ სურვილი აქვთ ხმა მისცენ. არც ერთი ადამიანის განცხადება არ იყო გატარებული. ზუსტი ინფორმაცია მიღებული არ მაქვს, მაგრამ, როგორც ვიცი, გადასატანი ყუთი დაილუქა” – განაცხადა ჭიქაბერიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი