სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადმინისტრაციულ შენობებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაობების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 425 000 ლარია.
სუს-ის მიერ გამოცხადებული ტენდერი ეხება ვაჟა-ფშაველას გამზირზე #72 მდებარე სუს-ის ადმინისტრაციული შენობის (ე.წ.მოდულის შენობა) ფლიგელის პირველი სართულის სარემონტო სამუშაოებს. ტენდერში შპს “ნიგო+”-ა გაიმარჯვა. კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოები 75 დღეში უნდა შეასრულოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა, უკვე გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “ნიგო+”-მა მიიღო მონაწილეობა.