ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი, რომელიც “კამპ ნოეზე” გაიმართა, “ბარსელონა” “რეალთან” 1:3 დამარცხდა და საპასუხო მატჩის წინ ტიტულის მოგების შანსი მნიშვნელოვნად შეიმცირა. ზიდანის გუნდი მადრიდში 17 აგვისტოს პრინციპულ მეტოქესთან ორბურთიანი უპირატესობით ითამაშებს.
“რეალი” ხერარდ პიკეს ავტოგოლით დაწინაურდა. ანგარიში ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა; ფეხბურთის გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, რადგან კატალონიელთა ფორვარდი ლუის სუარესი მადრიდელთა მეკარეს ხესუს ნავასს არ წაუქცევია და მან აშკარა სიმულაცია ვერ შენიშნა.
მადრიდის “რეალმა”, როგორც უეფას სუპერთასზე, ამჯერადაც გუნდის ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს გარეშე დაიწყო შეხვედრა. ზინედინ ზიდანმა პორტუგალიელი ვარსკვლავი მეორე ტაიმში გამოიყვანა მოედანზე. რონალდუმ “ბარსას” კარში ეფექტური გოლი გაიტანა და როგორც ლიონელ მესიმს აღნიშნა მადრიდელთა კარში გატანილი გოლი “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ზუსტად ისე გამოფინა შვიდნომრიანი მაისური “კამპ ნოუზე”.
მსაჯმა რონალდუს მაისურის გახდის გამო ყვითელი ბარათი უჩვენა, რამდენიმე წუთში კი სიმულაციისთვის კიდევ ერთხელ მიიღო ყვითელი ბარათი და მოედნი მატჩის დასრულებამდე დატოვა. მიუხედავად ამისა, შეხვედრის მიწურულს კაცნაკლულმა “რეალმა” კონტრშეტევაზე “ბარსას” კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა; შეცვლაზე შემოსულმა მარკო ასენსიომ კრიშტიანუ რონალდუზე არანაკლებად ეფექტური გოლი გაიტანა.
ზინედინ ზიდანს პირველი სამი საგარეო ელ–კლასიკოდან ორი მოგებული აქვს, ხოლო ერთი ფრედ დამთავრდა – მსგავსი შედეგი “სამეფო კლუბის” ისტორიაში არცერთ სპეციალისტს აქვს. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მას “კამპ ნოუზე” ჩატარებული ბოლო 11 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიერლი პირველად გააძევეს ელ–კლასიკოს მატჩიდან.