ახალი ამბები

კახიანი: მჯერა, რომ სამტრედიის მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

27 აპრილი, 2013 • 1248
კახიანი: მჯერა, რომ სამტრედიის მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

კახა კალაძე და გიორგი კახიანი
კახა კალაძე და გიორგი კახიანი

“არჩევნები მიმდინარეობს სტაბილურად ყველა უბანში. დილის 8 საათიდან გაიხსნა ეს უბნები. რაიმე არსებითი დარღვევა ამ ეტაპისთვის არ ფიქსირდება, ჩემთვის უცნობია ასეთი შემთხვევების შესახებ. აქტივობა, თავის მხრივ, საკმაოდ ნორმალურია და მჯერა, რომ სამტრედიის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა მან.

სამტრედიის ოლქში გიორგი კახიანის გარდა კიდევ ოთხი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული: ემზარ შუბლაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გოჩა ბაძგარაძე (სამართლიანი საქართველოსთვის), ბადრი გოგელაშვილი (თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა), მორისონ ქობულია (მშრომელთა საბჭო).

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამტრედიის ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა, რომელიც შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა და ამის გამო სამტრედიაში დღეს შუალედური არჩევნები იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი