ემზარ შუბლაძე
ემზარ შუბლაძე

“ხმა მივეცი სამტრედიის ნათელ მომავალს, სამტრედის წინსვლას და აღმშენებლობას. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ, სამტრედიელები ერთად გავიმარჯვებთ ამ უბანში,” – განაცხადა შუბლაძემ.

 

სამტრედიის საარჩევნო ოლქში 50-ივე უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა, თუმცა #3 უბანზე ამომრჩევლების მიღება 15 წუთით შეჩერდა იმის გამო, რომ მწყობრიდან გამოვიდა მარკირების შესამოწმებელი აპარატი.

 

“დილით ჩვეულებრივად მუშაობდა, მერე პრობლემები შეექმნა, ხან მუშაობდა, ხან – არა, შემდეგ საოლქოში დავრეკეთ და გამოგვიცვალეს”, – განაცხადა გოჩა ესაძემ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა.

 

სამტრედიის საარჩევნო ოლქში 48 163 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *