ახალი ამბები

ცესკო: 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 5,45- პროცენტიანი აქტივობა ფიქსირდება

27 აპრილი, 2013 •
ცესკო: 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 5,45- პროცენტიანი აქტივობა ფიქსირდება

როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღეს, 27 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, 10:00 საათის მონაცემებით, ნაძალადევში სულ ხმა 6315-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ამ რაიონში რეგისტრირებული ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (140 892 ამომრჩეველი) 4,5%-ს შეადგენს, ბაღდათში 10:00 საათისთვის ხმა 1926-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ამ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 8,2 პროცენტია. სამტრედიაში ზემოხსენებული დროისთვის საკუთარი არჩევანი უკვე 3361-მა ადამიანმა გააკეთა, რაც ამ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველთა საერთო რაოდნეობის 6,9 პროცენტს შეადგენს.

აზარაშვილის შეფასებით, ეს მონაცემები მოწმობს, რომ 10:00 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია.  პროცენტული მონაცემების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა ბაღდათში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი – ნაძალადევში.

 

ცესკოს სპიკერის მტკიცებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და სერიოზული დარღვევები არ ფიქსირდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი