ახალი ამბები

ნაძალადევის 44-ე უბანზე ერთი საჩივარია დაწერილი

27 აპრილი, 2013 • 915
ნაძალადევის 44-ე უბანზე ერთი საჩივარია დაწერილი

აღნიშნულ უბანზე 1532 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 4 – სპეციალურ სიაში, 11 – გადასატანი ყუთის სიაში. არჩევნებს ამ უბანზე აკვირდებიან შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები – “განვითარების ცენტრი”, “სამართლიანი არჩევნები”, “მომავლის არჩევნები”, “თავისუფალი არჩევანი”, “საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტი”, საია, “საქართველოს დემოკრატიის ცენტრი”.

 

ნაძალადევის საარჩევნო ოლქის №43 უბანზე კი 10:00 საათის მონაცემებით უკვე 72-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. აღნიშულ უბანზე ცოტა ხნის წინ მივიდა აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დამკვირვებელი, უბანზე ამ დროისთვის იმყოფება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლუის ნავარო.

 

#43 უბანზე უკვე ხუთი საჩივარია დაწერილი. ერთ-ერთი საჩივრის მიხედვით, სადემონსტრაციო ოქმში, რომელიც გაკრულია, დილით არ უნდა შესულიყო სპეცსიის რაოდენობა, რაც საჩივრის ავტორის განცხადებით, დაირღვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი