ახალი ამბები

ნაძალადევის №43 უბანზე უკვე ორი საჩივარი დაიწერა

27 აპრილი, 2013 • 1037
ნაძალადევის №43 უბანზე უკვე ორი საჩივარი დაიწერა

პირველ საჩივარში საუბარია იმაზე, რომ უბნის გახსნისას რეგისტრაციის ჟურნალში არ იყო გატარებული საარჩევნო უბანზე შესვლის უფლების მქონე პირები და ისე დაიწყეს სხვა პროცედურები, მაგალითად, ლუქების შემოწმება. მეორე საჩივარში აღნიშნულია, რომ რეგისტრაციაში ისე გაატარეს ცესკოს დამკვირვებელი, რომ არ შეუმოწმეს პირადობის მოწმობა, თუმცა ის უბნიდან გავიდა და მოგვიანებით დაბრუნდა პირადობის მოწმობით.

 

“მომავლის არჩევნის” წარმომადგენელი მაია ლორია კიდევ ერთი საჩივრის დაწერას აპირებს, რომელიც ეხება იმ ფაქტს, რომ სპეციალური ბეჭედი ნაკვეთების შემდეგ არა ჩანაწერთა წიგნში, არამედ ცალკე ფურცელზე დასვეს პირველად.

 

№43 საარჩევნო უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ხმა უკვე მისცა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბანი ზუსტად 8 საათზე გაიხსნა, უბანი არ იყო მზად ბოლომდე ამომრჩევლის მისაღებად (არ იყო ჩაგდებული პირველი ბიულეტენი და ა.შ.), რის გამოც ამომრჩეველთა რიგი დადგა და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

 

უბანზე წარმოდგენილნი არიან დამკვირვებლები შემდეგი ორგანიზაციებიდან: “პატრიოტთა ალიანსი”, “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “თავისუფალი საქართველო”, ასევე, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”, “მომავლის არჩევანი”, “თავისუფალი არჩევანი”, “საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანამშრომლობისთვის”, “თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ფონდი”, “საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი”, “კავკასიის დიალოგის ცენტრი”.

 

უბანზე რეგისტრირებულია 1501 ამომრჩეველი, სპეცსიაშია 6 ამომრჩეველი და გადასატანი ყუთით ისარგებლებს 13 ამომრჩეველი. უბანში მიტანილია 1400 ბიულეტენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი