ახალი ამბები

წელიწადნახევარში რეგისტრირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა 8 000-მდე გაიზარდა – კობიაშვილი

11 აგვისტო, 2017 • 2866
წელიწადნახევარში რეგისტრირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა 8 000-მდე გაიზარდა – კობიაშვილი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ოციციალურად რეგისტრირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა 8000-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მან GFF-ს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

კითხვაზე, თუ რის ხარჯზე მოიმატა ასე საგრძნობლად ფეხბურთელთა რაოდენობამ, ლევან კობიაშვილი პასუხობს:

“წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ დავიწყეთ მოყვარულთა ლიგა, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 50-მდე მუნიციპალური რეგიონების გუნდები არიან ჩართულები – სულ 300-მდე გუნდია. ასევე, ფუტძალის ჩემპიონატში უფრო მეტი გუნდი გვყავს, ქალთა ჩემპუონატშიც უფრო მეტი გუნდი გვყავს. ასევე, ეროვნულ და სხვადასხვა ლიგებშიც უფრო მეტი გუნდი გვყავს. ამის ხარჯზე ფეხბურთი გახდა უფრო მასობრივი და წელიწადნახევარში 8000-მდე გაიზარდა ოფიციალურდ რეგისტრირებულ ფეხბურთელთა რაოდენოვა.”

დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური ყრილობა გაიმართა, რომელსაც ფიფასა და უეფას წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გფფ-ს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, მათ დადებითად შეაფასეს კობიაშვილის გუნდის მუშაობა. დელეგატებმა გაწერილი საკითხები განიხილეს და რეგლამენტით გაწერილ დოკუმენტებს ერთხნად დაუჭირეს მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი