ახალი ამბები

ნაძალადევის №26 უბანზე საარჩევნო პროცესს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი აკვირდება

27 აპრილი, 2013 • 1241
ნაძალადევის №26 უბანზე საარჩევნო პროცესს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი აკვირდება

ამ უბანზე რეგისტრირებულია 1491 ამომრჩეველი, 6 ამომრჩეველია სპეცსიაში და 18 – გადასატანი ყუთით ისარგებლებს.

 

უბანში მიტანილია 1400 საარჩევნო ბიულეტენი და კონვერტი.

 

საარჩევნო პროცესს უბანში აკვირდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის – აშშ-ის საელჩო, “ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია”, “კავკასიური დიალოგის ცენტრი”, მომავლის არჩევანი, “თავისუფალი არჩევანი და საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი.

 

ასევე, საარჩევნო უბანში არიან კოალიცია “ქართული ოცნების”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლები.

 

საარჩევნო უბნის ამომრჩევლებისთვის გახსნამდე იყო მცირე ხმაური, რადგან წილისყრა და რეგისტრაცია ერთდროულად მიმდინარეობდა, თუმცა საჩივარი არ დაწერილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი