ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე: პენსის ვიზიტისგან განსხვავებით, პუტინის ვიზიტს მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა

10 აგვისტო, 2017 • 3186
აფხაზური მხარე: პენსის ვიზიტისგან განსხვავებით, პუტინის ვიზიტს მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყება ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ქართული მხარის განცხადებებს საპასუხო განცხადებით ეხმაურება:

“ქართველი პოლიტიკოსებისა და აშშ-ს, ევროკავშირის, NATO-ს და სხვა სტრუქტურების სახით მათი დასავლელი მფარველების არაერთი პოპულისტური განცხადების მიუხედავად, რომლებმაც აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი დაგმეს, ვიზიტმა წარმატებით ჩიარა, მაღალ დონეზე, აფხაზურ-რუსული სტრატეგიული თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისგან განსხვავებით, რომელიც წინა კვირას საქართველოში დაწყებული ერთობლივი NATO-ს სამხედრო წვრთნების ფონზე მიმდინარეობდა და რომელიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა, რამაც დამატებითი გარანტიები შექმნა აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის”, – ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაში.

ქართულმა მხარემ პუტინის აფხაზეთში ჩასვლა პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა.

სოხუმი;  ფოტო: მარიანა კოტოვა, ნეტგაზეთი

სოხუმი; ფოტო: მარიანა კოტოვა, ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი