ახალი ამბები

დავითაშვილის საკითხზე ივანიშვილს ხუნდაძე დღეს შეხვდება

26 აპრილი, 2013 •
დავითაშვილის საკითხზე ივანიშვილს ხუნდაძე დღეს შეხვდება

ხუნდაძის თქმით, თავად არაერთხელ ესაუბრა კობა დავითაშვილს და იგი თავისი განცხადებით კმაყოფილი არ არის:

 

ივანიშვილი და ხუნდაძე
ივანიშვილი და ხუნდაძე

“მე გუნდური მოქმედების მომხრე ვარ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნებიმისერი საკითხი, რაც არ უნდა მწვავე და სადავო იყოს, ჯობია, პირველ რიგში შიგნით, გუნდში იქნას განხილული და შემდეგ გამოვიდეს გარეთ, თუ ამის საჭიროება შეიქმნა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ამის საჭიროება არ იყო. ჯერ ერთი, გადაჭარბებული იყო ბატონი დავით სრეგეენკოს დადანაშაულება კორუფციაში, ის არის ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი და მე ვერც იმ კუთხით დავეთანხმები დავითაშვილს, რომ ის ლობირებს სადაზღვევო კომპანიებს. კობა დავითაშვილი არა მხოლოდ ჩემი მოადგილე, ჩემი მეგობარიც არის. ის არის აქტიური პოლიტიკოსი და ვფქირობ, ეს შემთხვევა იყო ზედმეტი აქტიურობის ბრალი. მე ვგრძნობ, რომ ის თვითონაც არ არის კმაყოფილი,” – განაცხადა ხუნდაძემ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმაც:


“მთავარი, ჩემი აზრით, ის არის, რომ ის პროგრამა, რომელიც არის შეთავაზებული, არ არის სწორი. მე მგონი, ცოტა გადაჭარბებაა კორუფციასთან დაკავშირებით, თუმცა თუ ასეა საქმე, მაშინ უნდა იყოს ამის მტკიცებულებებიც”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

მისი თქმით, კოალიცია, სავარაუდოდ, საკუთარი გუნდის მოქმედების პრინციპებიდან გამომდინარე, მიიღებს გადაწყვეტილებას.


კობა დავითაშვილის კოალიციიდან შესაძლო გარიცხვის საკითხზე პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს, თუმცა უცნობია ზუსტი თარიღი. პრემიერთან დღეს დანიშნული შეხვედრის ზუსტი დრო ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის არც დიმიტრი ხუნდაძისთვის. მისი თქმით, ის ამ წუთებშიც ელოდება ზარს კანცელარიიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი