8 აგვისტოს, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა, სადაც მადრიდის “რეალმა” მინიმალური სხვაობით დაამარცხა “მანჩესტერ იუნაიტედი” და იტალიურ “მილანთან” ერთად მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ეს ტიტული.
მადრიდის “რეალმა” უეფას სუპერთასის მატჩში მეექვსედ მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ოთხჯერ გაიმარჯვა. მანჩესტერელებისთვის კი ეს მეოთხე სუპერთასი თამაში იყო, საიდანაც მხოლოდ ერთხელ მიაღწიეს წარმატებას. აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერს” “რეალისთვის” 14 წელია ოფიციალური მატჩი არ მოუგია, ხოლო მათთვის ეს არასასიამოვნო ტრადიცია კვლავ გრძელდება.
“სამეფო კლუბის” ყოფილი და “წითელი ეშმაკების” ამჟამინდელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გახდა ყველაზე უიღბლო მწვრთნელი სუპერთასის ისტორიაში – პორტუგალიელმა ეს ტიტული უკვე მესამედ დათმო.
ზინედინ ზიდანის გუნდმა ერთ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასისა და ესპანეთის ლა ლიგის მოგება შეძლო. ფრანგმა სპეციალისტმა წელს მხოლოდ ესპანეთის თასი ვერ მოიგო “სამეფო კლუბთან” ერთად.
უეფას სუპერთასის მატჩში ზიდანს კრიშტიანო რონალდო სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა და პორტუგალიელი ვარსკვლავი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მხოლოდ მეორე ტაიმში გამოიყვანა, როცა მადრიდელები უკვე იგებდნენ მატჩს. მინიმალური ანგარიშით გამაჯვების მიუხედავად, “რეალი” მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა.
გთავაზობთ EPA-ს ფოტოებს სუპერთასის მატჩიდან
რომელუ ლუკაკუს გააქვს გოლი მადრიდის “რეალის” კარში და ანგარიშს მინიმუმამდე ამცირებს, თუმცა ეს “მანჩესტერისთვის” საკმარისი არ აღმოჩნდა. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA
ჟოზე მოურინიო დარიგებებს აძლევს თავის ფეხბურთელებს. მის უკან მადრიდელების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA
მეორე გოლი “წითელი ეშმაკების” კარში ისკომ გაიტანა და ანგარიში ორამდე გაზარდა. ის გახდა ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA
“რეალის” მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მეორე ტაიმში გამოიყვანა ზინედინ ზიდანმა, როცა მისი გუნდი ერთბურთიანი უპირატესობით იგებდა შეხვედრას. რონალდუმ მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA
მადრიდის “რეალი” აღნიშნავს “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანილ გოლს. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA
ზინედინ ზიდანმა უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის შემდეგ, უეფას სუპერთასიც მოიგო. ფოტო: EPA
მადრიდის “რეალი” აღნიშნავს უეფას სუპერთასის მოგებას. ფოტო: EPA
“სამეფო კლუბის” კაპიტანი, სერხიო რამოსი კოცნის უეფას სუპერთასს. ფოტო: EPA
კრიშტიანუ რონალდუ უეფას სუპერთასით ხელში – პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მის ყოფილ გუნდს მოუგო. ფოტო: EPA
ზინედინ ზიდანმა “რეალთან” ერთად უეფას სუპერთასი, როგორც ჩემპიონთა ლიგა, ზედიზედ ორჯერ მოიგო. ფოტო: EPA
მადრიდელები ზედიზედ ორჯერ გახდნენ ჩემპიონთა ლიგისა და სუპერთასის გამარჯვებულები. ფოტო: EPA
მადრიდელებისა და მანჩესტერელების ფრანგი ლიდერების დუელი – კარიმ ბენზემა და პოლ პოგმა. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA