ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ომის გამოძიების გადაწყვეტილება არავისთან შეთანხმებით არ მიგვიღია

25 აპრილი, 2013 • • 1139
ფანჯიკიძე: ომის გამოძიების გადაწყვეტილება არავისთან შეთანხმებით არ მიგვიღია

როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს დღეს, 25 აპრილს განუცხადა, იგი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის გამოძიება დაიწყო ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ, ამიტომ ამ საკითზე კომენტარს ვერ გააკეთებს.


“ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, თუ რატომ ფიქრობს საქართველოს მთავრობა, რომ 2008 წლის პერიოდი გამოსაძიებელია. სხვამ რა გამოძიება დაიწყო, ჩემთვის უცნობია… რას ეყრდობიან, ასევე, უცნობია. ჩვენ, რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება არავისთან შეთანხმებით არ მიგვიღია. ეს არის დამოუკიდებელი და აბსოლუტურად დეტალურად დასაბუთებული გადაწყვეტილება ყველა იმ პირის მიერ, ვისაც ეს ეხება”, – განაცხადა მან.


შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. როგორც ჟურნალისტებს ცხინვალის “გენერალურმა პროკურორმა” მერაბ ჩიგოევმა განუცხადა, გამოძიება 2008 წელს ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ ქმედებებს შეისწავლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი