ახალი ამბები

“საქართველოს ბანკის” საინკასაციო მომსახურების განხორციელებას დაცვის პოლიცია შეუდგა

25 აპრილი, 2013 • • 2718
“საქართველოს ბანკის” საინკასაციო მომსახურების განხორციელებას დაცვის პოლიცია შეუდგა

“საქართველოს ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის სოფო ბალავაძის განმარტებით, ინკასაციის სამსახურს დღეიდან დაცვის პოლიცია ჩაენაცვლა:

 

“საქართველოს ბანკი გადავიდა დაცვის პოლიციის მომსახურებაზე. ბანკის საქმინობას არანაირი შეფერხება არ შეექმნება. ინკასაციის ყველა თანამშრომელი არ არის გაფიცული და მეორე მხრივ, მოხდა დაცვის პოლიციით ჩანაცვლება. ბანკში ინკასაციის პროცესი პორბლემების გარეშე განხორციელდება.”

 

შეხვდება თუ არა “საქართველოს ბანკის” ადმინისტრაცია გაფიცულ თანამშრომლებს,  სოფო ბალავაძე ვერ აკონკრეტებს. მისი თქმით, რეორგანიზაციის შესახებ ინკასაციის სამსახურის თანამშრომლებს წინასწარ ეცნობათ:

 

“23 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ კომპანსაციასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ასევე შესაძლო დასაქმების საკითხზე დაცვის პოლიციაში. ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი ვთქვით. 23 აპრილს უკვე შემდგარი ფაქტი იყო და  რეორგანიზაცია გადაწყვეტილი იყო და ამის შესახებ წინასწარ ეცნობათ თანამშრომლებს.”  

 

დღეს, დილის 7 საათიდან  “საქართველოს ბანკის” ინკასაციის თანამშრომლებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე უარი გაანცხადეს.  

 

ინკასაციის თანამშრომლების ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცახდებით, გაფიცვაში მონაწილეობს “საქართველოს ბანკის”  თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ინკასაციის სამსახურის ყველა თანამშრომელი: 

 

“ინკასატორები აპროტესტებენ “საქართველოს ბანკის” მიერ დაგეგმილ რეორგანიზაციას, რომლის შედეგადაც ინკასაციის სამსახურების თანამშრომლებს შეეცვლებათ სამუშაო პოზიცია, რაც გამოიწვევს მათი სამუშაოს მოცულობის გაზრდას და ანაზღაურების მნიშვნელოვან შემცირებას. იმ შემთხვევაში, თუ ინკასატორები არ დათანხმდებიან გაუარესებულ სამუშაო პირობებს, მოხდება მათი გათავისუფლება სამსახურიდან. ინკასაციის სამსახურის თანამშრომლები ითხოვენ, არ გაუარესდეს მათი შრომითი პირობები. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდემდე გასტანს მათი გაფიცვა.”
 

“საქართველოს ბანკი გადავიდა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზირებული სამსახური- ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის პოლიცია ახორციელებს. საქართველოს ბანკის საინკასაციო მომსახურების განხორციელებას დაცვის პოლიცია უკვე შეუდგა, შესაბამისად, ბანკის საინკასაციო მომსახურება შეუფერხებლად ხორციელდება. რეორგანიზაციის შესახებ ინკასაციის თანამშრომლებს ეცნობათ წინასწარ. ამასთან, ბანკი მათ სრულად უხდის ანაზღაურებას, წლიურ ბონუსს. დამატებით კი მათ მიიღეს შეთავაზებაც, გაეარათ გასაუბრება დაცვის პოლიციაში, ამ ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “საქართველოს ბანკი” ავრცელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი