“დღეს როდესაც საქართველოში, საქართველოს მხარეში, აფხაზეთში იმყოფება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი – ეს არის მცდელობა, სრულიად უშედეგო მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ლეგიტიმაცია ისტორიული უსამართლობის,” – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მაგველაშვილი აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს.
“პასუხად ამ მცდელობებს მე მინდა ვუთხრა, რომ არასდროს არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აფხაზეთში ელოდებიან. ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა დღეს, 8 აგვისტოს, აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბიჭვინთაში, მოსკოვის დროით 15:00 საათზე გაიმართება.