ახალი ამბებირეკლამა

მიიღე სესხი ავტომობილის საშუალებით

8 აგვისტო, 2017 • 2496
მიიღე სესხი ავტომობილის საშუალებით

გჭირდებათ დამატებითი თანხა ავტომობილის შესაძენად, მაგრამ არ გყოფნით ფული? ავტო სესხის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ ახალი მანქანის შეძენა. ამასთან, საშუალება გაქვთ ისარგებლოთ ტარების უფლებით.

საკრედიტო კომპანიებში სესხის აღება მანქანის ღირებულების 100%-მდე შეიძლება, ამისათვის ხდება ავტომობილის შეფასება, მისი ასაკის, ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით და დგინდება  ღირებულება. სესხის ასაღებად არ მოითხოვება უამრავი დოკუმენტის წარდგენა. მთავარია  გქონდეთ ავტომობილის ტექპასპორტი და პირადობის მოწმობა.  ავტო სესხის აღება მიმზიდველი პირობით შეიძლება. თუ სწრაფი სესხი იძლევა 1500 ლარამდე სესხის მიღების შესაძლებელობას, აღნიშნული მომსახურებით გაცილებით მეტი თანხის მოპოვება შეიძლება.

Credy24.ge სესხების ერთიანი პლატფორმაა, სადაც მოცემულია სხვადასხვა ტიპის კრედიტები, მათი საპროცენტო განაკვეთი, თანხის ოდენობა და ვადა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სესხის ოდენობა, გადახდის დრო, გაეცნოთ კომპანიების პირობას და აირჩიოთ საუკეთესო. ვებგვერდის დახმარებით მარტივია თქვენს მოთხოვნაზე მორგებული კრედიტის შერჩევა და საუკეთესო სერვისის მიღება. კრედი 24-ის ავტო სესხი ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა. თქვენ სახლიდან გაუსვლელად იგებთ კომპანიის პირობას და აკეთებთ განაცხადს.

ავტო სესხები მანქანის უზრუნველყოფით გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის სრულ დაფარვამდე მასზე ვრცელდება გირავნობა. საფინანსო კომპანიისთვის უზრუნველყოფილი კრედიტის გაცემა ნაკლებ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან ის ნებისმიერ შემთხვევაში დაიბრუნებს გაცემულ თანხას. ავტო სესხის აღებისას მეტი დაკვირვება და ყურადღებაა საჭირო, რადგან გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს მოახდინოს მანქანის რეალიზება, ამიტომ კრედიტის აღებამდე მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თქვენი შემოსავლის ოდენობა, გამოითვალოთ ხარჯები, გექნებათ თუ არა ჯარიმა ვადაგადაცილებაზე, დამატებითი საკომისიო და სხვა. გაეცანით ხელშეკრულებას დეტალურად, რათა წინასწარ იცოდეთ თქვენი მოვალეობების შესახებ.

რა უპირატესობით გამოირჩევა ავტო სესხების მომსახურება?

[checklist]

  • სწრაფი სერვისი _ მანქანის შეფასებისა და თანხის მიღების დრო მინიმალურია. ბევრ კომპანიაში სესხი ნახევარ საათში ან მაქსიმუმ 1 დღეში შეგიძლიათ მიიღოთ.
  • სესხის ლიმიტი _  ავტო სესხების სერვისით მანქანის ღირებულების 100%-მდე თანხის მიღებაა შესაძლებელი. თუ სწრაფი ონლაინ სესხის გამცემი კომპანიები მაქსიმუმ 1500 ლარს გასცემენ, ამ პროდუქტით საშუალებით შესაძლებელია 10 000 ლარზე მეტი თანხის  მიღება.
  • მარტივად ხელმისაწვდომობა _ სესხის განაცხადის შევსება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. ამისათვის  სასურველი კომპანიის ვებგვერდზე ავსებთ თქვენს მონაცემებს და ელოდებით პასუხს.
  • მანქანის ტარების შესაძლებლობა _  კომპანიები უფლებას გაძლევენ განაგრძლოთ ავტომობილის ტარება უზრუნველყოფის შემთხვევაშიც.

[/checklist]

ავტო სესხით შესაძლებელია გაცილების მეტი თანხის მიღება, ვიდრე სწრაფი სესხით. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოკლევადიანი სესხები ძირითადად გირავნობისა და უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, რაც ფინანსურად ნაკლებად რისკიანია. ამასთან, გამოირჩევა კომფორტითა და მოქნილობით, რადგან საჭირო თანხის მიღება სწრაფად შეგიძლიათ და ამისათვის არ მოითხოვება დასაქმების ცნობა, უზრუნველყოფა ან თავდები. მოკლევადიანი სესხების დახმარებით მცირე თანხის მიღება სწრაფად, უზრუნველყოფის გარეშე, ნებისმიერი ადგილიდან ხდება. გრძელვადიანი სესხის საშუალებით კი  მეტი თანხის მიღება შეიძლება, თუმცა სესხის აღებისას კომპანიები ყურადღებას აქცევენ მომხმარებლის საკრედიტო ისტორიასა და  გადახდისუნარიანობას, რაც დამატებით დროს უკავშირდება. სესხის აღებამდე გაიგეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, გამოითვალეთ ხარჯები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული დაბალპროცენტიანი კრედიტი.

შეარჩიე სასურველი ტიპის სესხი კრედი24-ის პლატფორმაზე მარტივად, დაზოგე დრო, ფინანსები და ისარგებლე საუკეთესო საკრედიტო პროდუქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი