ახალი ამბები

შსს-ს განმარტება ცარნაევის საქმეზე

24 აპრილი, 2013 • 954
შსს-ს განმარტება ცარნაევის საქმეზე

“რუსულ მედიასაშუალებებში მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს, ტამერლან ცარნაევი საქართველოში ნამყოფი საერთოდ არ არის, ხოლო იქ დასახელებული პიროვნება გიორგი ჭანტურია არ მუშაობდა შსს-ში და არც ახლა ირიცხება თანამშრომლად”, – აცხადებს გიორგობიანი.


“იზვესტიას” ცნობით, მათ აქვთ საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლითაც მტკიცდება ის ფაქტი, რომ ქართული ორგანიზაცია “კავკასიის ფონდი” თანამშრომლობდა ამერიკულ ორგანიზაცია “ჯეიმსტაუნის ფონდთან” და ეწეოდა ჩრდილოკავკასიის მცხოვრებთა გადაბირებას იმ მიზნით, რომ მათ ემუშავათ აშშ-სა და საქართველოს ინტერესებისთვის.


“იზვესტია” იუწყება, რომ საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ანგარიშში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ჭანტურია წერს, რომ “კავკასიის ფონდმა” “ჯეიმსტაუნის ფონდთან” ერთად 2012 წლის ზაფხულში გამართა სემინარები კავკასიელი ახალგარდებისთვის და რამდენიმე ასეთ სემინარში მონაწილეობდა ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული ტამერლან ცარნაევიც, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა 2012 წლის იანვრიდან ივლისამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი