8, 9 და 10 აგვისტოს ტემპერატურა მთელ საქართველოში უფრო მოიმატებს. თბილისში 40 გრადუსსაც ველოდებით, – ამის შესახებ “ნეტგაზეთს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ განუცხადა.
როგორც ჭითანავა ამბობს, 11 აგვისტოდან საქართველოში შედარებით აგრილდება, თუმცა რაიმე არსებითი ცვლილება 13 აგვისტომდე მაინც არ არის მოსალოდნელი:
“10 რიცხვის შემდეგ 2 გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა, ხოლო 13 აგვისტოდან მოსალოდნელია შედარებით უფრო დაკლება სიცხეების, თუმცა ჯერ–ჯერობით დაზუსტებული არ არის – დღესდღეობით შედარებით დაწეული ტემპერატურა ჩანს, თუმცა იცვლება ხოლმე ხანდახან. ყოველ ორ დღეში თავიდან ზუსტდება მომდევნო დღეების ტემპერატურა.”