ახალი ამბები

ივლისში “ქართულმა ოცნებამ” 1 270 000 ლარის შემოწირულობა მიიღო

7 აგვისტო, 2017 •
ივლისში “ქართულმა ოცნებამ” 1 270 000 ლარის შემოწირულობა მიიღო

ივლისში “ქართულმა ოცნებამ” შემოწირულობის სახით ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან 1 270 000 ლარი მიიღო. ამას მოწმობს აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მმართველ პარტიას თანხა ორმა იურიდიულმა პირმა შესწირა: შპს პარტნიორმა (50 ათასი) და როტო პრინტმა.

ევროპულმა საქართველომ ივლისში შემოწირულობების სახით 36 235.5 ლარი მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ – 102 ლარი, ხოლო რესპუბლიკელებმა 20 ლარი. თავისუფალ დემოკრატებს, ლეიბორისტებს, ნინო ბურჯანაძის პარტიასა და პატრიოტთა ალიანსს ივლისში შემოწირულობა არ მიუღია.

ბოლო 7 თვის განმავლობაში ქართულ ოცნებას სულ 1 278 770 ლარი აქვს მიღებული, ევროპულ საქართველოს – 167 414 ლარი, გირჩს – 56 116.64 ლარი, ნინო ბურჯანაძის პარტიას 30 000 ლარი, ენმ-ს 24 153.57.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი