ახალი ამბები

საქართველოს სომხური სათვისტომოს აქცია თურქეთის საელჩოსთან [Photo]

24 აპრილი, 2013 • 1572
საქართველოს სომხური სათვისტომოს აქცია თურქეთის საელჩოსთან [Photo]

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პატივს მიაგებენ ოსმალეთის იმპერიაში განხორციელებულ სომეხთა გენოციდის მსხევრპლთა ხსოვნას. აქციის მონაწილეებმა შეასრულეს სომხეთის ჰიმნი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


“1915 წელს მოხდა სომხების გენოციდი. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, ყოველ წელს ვიკრიბებით. ეს ისეთი დღეა, თითოეულ ჩვენგანს არასოდეს არ დაგვავიწყდება. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის აღიარება, თურქეთმა უნდა აღიაროს ყველფერი, რაც მოხდა. იგივე მოთხოვნა გვაქვს საქართველოს მისამართითაც, საქართველომაც უნდა აღიაროს. ჩვენ უნდა ვცადოთ, ყველაფერი ხდება, იმედი ბოლოს კვდება. ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს აღიარებული გენოციდი, ჩვენ გვინდა, რომ აღიარონ. ეს ნამდვილად მოხდა, ყველაფერი დასაბუთებულია. არქივი არსებობს. ყველა ქვეყანაში, 5-კაციანი დიასპორაც რომ იყოს, ამ დღეს ყველა ერთიანია”, – განაცხადა აქციის მონაწილემ მარინა ხაჩატუროვამ.


აქციის მონაწილეები სომხურ ენაზე გამოდიან სიტყვით, ისმის შეძახილები – “აღიარეთ”. აქციის მონაწილეების თურქეთისგან გენოციდის აღიარებას მოითხოვენ.


საქართველოში მოქმედმა სომხური სათვისტომოს ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს მთავრობას, რათა ამ უკანასკნელმა დაიწყოს 1915-23 წლებში ოსმალთა იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვა.


თურქეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ოსმალთა იმპერიის ისტორიაში სომეხთა გენოციდის არსებობის ფაქტს. როგორც პრემიერ–მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმნული “შპიგელისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, არავითარი გენოციდზე ლაპარაკი არ შეიძლება რომ იყოს. ერდოღანის აზრით, ამ მოვლენების შეფასება არა პოლიტიკოსების, არამედ ისტორიკოსების და იურისტების საქმეა. მისი თქმით, თურქეთი მზად არის მის არქივებში არსებული ისტორიული მასალები გამოაქვეყნოს და იგივეს გაკეთებისაკენ სომხეთსაც მოუწოდებს. ერდოღანი ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მხრიდან ტერმინ გენოციდის გამოყენებას შეცდომად მიიჩნევს.

აქცია თურქეთის საელჩოსთან
აქცია თურქეთის საელჩოსთან

აქცია თურქეთის საელჩოსთან
აქცია თურქეთის საელჩოსთან

აქცია თურქეთის საელჩოსთან
აქცია თურქეთის საელჩოსთან

აქცია თურქეთის საელჩოსთან
აქცია თურქეთის საელჩოსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი