ახალი ამბები

მარგველაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთიკური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს

24 აპრილი, 2013 • 1089
მარგველაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთიკური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს

საუბარია გუშინ, 23 აპრილს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე 20:00 -საათიან საინფორმციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტზე სახელწოდებით, “ძალადობა მოზარდზე.”

 

სიუჟეტში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოიპოვა ექსპერტიზის ორი დასკვნა, რომლის მიხედვით, მოზარდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და რომ მოზარდი მისმა ბიძამ გააუპატიურა. 

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამბობს, რომ დეტალების მოყოლისგან თავს შეიკავებს, თუმცა, მისივე თქმით, ეს საკითხი თავის დროზე უკვე იყო შესწავლილი კომპეტენტური ორგანოების მიერ და ჟურნალისტმა კარგად იცოდა, თუ რა მოხდა მაშინ. 


“მაგრამ მან მაინც გააკეთა ეს სიუჟეტი და კითხვა ხელახლა დასვა. მან ჩაწერა შეზღუდული შესაძლებელობების მქონე ბავშვი და ალაპარაკა ეთერში. როცა გჭირდება ასეთი სიუჟეტის გაკეთება, მოგვმართეთ და ჩვენ გეტყვით დეტალებს. გნებავთ, მედია ეთიკის საბჭოსთან გაიარეთ ეს სიუჟეტი. გარდა ამისა, ყველა წყარო, რომელიც ამ სფეროში არის კომპეტენტური, არ ჩანდა სიუჟეტში. ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ ასეთი საკითხის გაშუქების დროს,”- აცხადებს მარგველაშვილი. 


საზოგადობრივი მაუწყებელი კი აცხადებს, რომ სიუჟეტის მომზადება თავად მოზარდის ოჯახის სურვილითა და თხოვნით მოხდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი