ახალი ამბები

წიგნის დღე წიგნის გარეშე

23 აპრილი, 2013 • 1141
წიგნის დღე წიგნის გარეშე

ეს არის ქართველ გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა საპროტესტო აქცია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებას ეხმიანება:

სანტა ესპერანსა
სანტა ესპერანსა

“ამ გადაწყვეტილების თანახმად ილახება სასკოლო სახელმძღვანელოების შემქმნელების – ავტორებისა და გამომცემლების საავტორო და ქონებრივი უფლებები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია” ავრცელებს.

 

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს გამართული აქციის ორგანიზატორების მიზანია იმის ჩვენება, რომ “ინტელექტუალური საკუთრება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის საკუთრება, ჩვენს ქვეყანაში ხელშეუხებელი უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციით ინტელექტუალური საკუთრება განსაკუთრებულად არის დაცული. კონსტიტუციის მიხედვით ინტელექტუალური საკუთრება ხელშეუვალია, ანუ, სხვა ტიპის საკუთრებისგან განსხვავებით, მისი შეზღუდვა სრულიად დაუშვებელია.”

 

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ აამოქმედა დიმიტრი შაშკინის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის ერთ-ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც სასკოლო სახელმძღვანელოებს სახელმწიფო გამომცემლობებისგან აღარ იყიდის და მათ პირდაპირ სტამბაში დაბეჭდავს. სამინისტროს ცნობით, ამ პრინციპით გახდა შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის უფასო სახელმძღვანელოს პროგრამის ამოქმედება.

მასალების გადაბეჭდვის წესი