აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ცოლი კარენ პენსი, რომელიც მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია თბილისს , ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, სადაც არტ თერაპიის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენას დაესწრო.
გამოფენა ცენტრმა “კამარამ” გამართა, რომელსაც ნათია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს.
“დღეს გვესტუმრა ამერიკის მეორე ლედი, კარენ პენსი, ადამიანი, რომელსაც ესმის მენტალური თერაპიის მნიშვნელობა, ესმის ჩვენი საქმის აუცილებლობა, იცის, რამხელა როლი აქვს არტ თერაპიას ადამიანის სასიცოცხლო ძალების აღდგენაში, უკეთესი ბედის ხელახლა შექმნის უნარის გამომუშავებაში. მეორე ლედიმ დაათვალიერა კამარელების არტ თერაპიის პროცესში შექმნილი ნამუშევრები, ძალიან მოეწონა და ძალიან გაგვახარა. დიდი მადლობა პირველ რიგში მას, დიდი მადლობა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ კარენ პენსის ვიზიტისთვის მზადებაში. დიდი მადლობა ეროვნულ ბიბლიოთეკას სივრცის დათმობისთვის, ღირსეული მასპინძლობისთვის, უსაყვარლეს გიორგი კეკელიძეს, არანაკლებ საყვარელ გულიკო გორდელაძეს და ბიბლიოთეკის სრულიად ყველა თანამშრომელს, ვინც მთელი გულით გვეხმარებოდა გამოფენის მოწყობაში, და უდიდესი მადლობა ჩემს კამარელ არტისტებს, თავიანი სულის საოცარი კუნჭულების ასე საოცრად გამოხატვისთვის”, – წერს ფანჯიკიძე ფეისბუკში.
თავის მხრივ დღევანდელ შეხვედრას ტვიტერში გამოეხმაურა კარენ პენსი:
“წამყვანი არტ თერაპისტი და კამარას დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე დიდებულ საქმეს აკეთებს საქართველოში არტ თერაპიის კუთხით. სასიამოვნო საუბარი გვქონდა ერთად,” – წერს კარენ პენსი.
Leading Art Therapist and Kamara co-founder, Natia Panjikidze is doing great work with art therapy in Georgia. Enjoyed our conversation. pic.twitter.com/JWPSOg3gaF
— Karen Pence (@SecondLady) August 1, 2017
Insightful visit with patient artists in Tbilisi, Georgia, who explained their artwork and how #arttherapy has impacted their lives. pic.twitter.com/N3uq1CDN4V — Karen Pence (@SecondLady) August 1, 2017