ახალი ამბები

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების საორგანიზაციო კომისიას ვიცე-პრემიერი უხელმძღვანელებს

19 აპრილი, 2013 • 912
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების საორგანიზაციო კომისიას ვიცე-პრემიერი უხელმძღვანელებს

კომისიის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ (კოკა) ყანდიაშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ირაკლი მელაშვილი.

 

ბიძინა ივანიშვილი ბრძანების მიხედვით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტს მეუფე ანდრია გვაზავას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მანანა კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ზვიად ძიძიგურს.

 

კომისიას დაევალა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება და მასთან დაკავშირებით წინადადებების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ არის მომხრე 26 მაისს აღლუმის გამართვის. სამხედრო აღლუმს საქართველოს პრეზიდენტი იბარებს, რომელიც იმავდროულად არის ქვეყნის მთავარსარდალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი