რუსთაველის გამზირზე 19 აპრილს მიმდინარე აქციაზე მომიტინგეებს სიტყვით პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ მიმართა. მან აღნიშნულ აქციას ახალი ეროვნული მოძრაობის დასაწყისი უწოდა.
“ეს არ არის უბრალოდ გულზე მჯიღის ცემა. ეს არის დღე და ღამე შენი ქვეყნისთვის, შენი სამშობლოს ინტერესებისთვის ბრძოლა, ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა. ეს არ არის ლამაზი სადღეგრძელო, ეს არის დღე და ღამე ფიქრი, თუ რა შეგიძლია გააკეთო შენი ქვეყნისთვის, როგორ შეგიძლია ის ერთი აგური დადო შენი ქვეყნის მშენებლობისთვის, რაც ასე ძალიან სჭირდება შენს ქვეყანას. ახალი ეროვნული მოძრაობა ეს არის სრულიად ახალი შესაძლებლობა, რომ მთელს მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომ მთელ ქვეყანას გავაცნო ჩვენი მიზნები”, – მიმართა აქციის მონაწილეებს გიორგი ვაშაძემ.
ახალ ეროვნულ მოძრაობად მოიხსენიებენ 19 აპრილის აქციას სხვა სპიკერებიც.
