
დარჩიაშვილის თქმით, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, რადგან “ჯერჯერობით, ადამიანის ტვინებში 8 თებერვალი წაშლილი არ არის”.
“მზესავით ნათელია, რომ ჩვენ არ გვსურს პროვოკაცია. ჩვენი მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს ქვეყნის პროდასავლური კურსი,”- აცხადებს ის.
დავით დარჩიაშვილის განცხადებით, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის პროდასავლური კურსის შესახებ, თუმცა აღნიშნული აქციის ჩატარება, მისი განმარტებით, საჭიროა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ფურცელზე არ დარჩეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ამბობს, რომ აქციაზე დასასწრებად ნაციონალური მოძრაობის მხარდმჭერები შეუფერხებლად მოდიან, თუმცა იქამდე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა. კერძოდ, დარჩიაშვილის თქმით, ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს იბარებდნენ და აქციაზე წასვლის გამო შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტით ემუქრებოდნენ.
