შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, 19 აპრილის აქციის მონაწილეთა ავტომანქანების პარკინგისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის” შენობის წინა და უკანა სადგომები, ხოლო დასაცავი პირებისა და პარლამენტის წევრებისათვის პარლამენტის შენობის უკანა ავტოსადგომი გამოყო.
