ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალები” კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

18 აპრილი, 2013 • • 1556
ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალები” კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

მისი თქმით, ის საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს:

 

სერგო ლექვინაძე
სერგო ლექვინაძე

“დამოუკიდებელ დეპუტატად დავრჩები ამ ეტაპზე. გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი და ვფიქრობ, რომ ამ  პოზიციიდან უფრო მეტი სიკეთის მოტანას შევძლებ ჩემი ამომრჩევლისთვის. ჯერჯერობით არც ერთ ფრაქციაში არ ვწევრიანდები.”

 

ამჟამად ქუთაისის საკრებულოში 4 ფრაქციაა შექმნილი. ყველაზე მეტი წევრი (10 ადამიანი) ყავს ფრაქციას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”. 4 წევრი დარჩა ფრაქცია “ნაციონალებს”, ესენი არიან: ლევან კირკიტაძე, გიორგი უკლება, გია გოქაძე,  ნოე კუხიანიძე. 3 წევრი დარჩა ფრაქცია “მაჟორიტარებს” – ამირან ხვადაგიანი, დავით გოგისვანიძე და მერაბ ბარათაშვილი და ოთხი წევრია ფრაქციაში “ქართული ოცნება – ქუთაისი” – მათ შორის ორი ყოფილი “ნაციონალი” (კახა ნურალიძე და გიორგი სიხარულიძე), ერთი წევრი, რომელიც საკრებულოში არჩეული იქნა ქდმ-ს პარტიული სიით (გიორგი შავგულიძე) და ერთიც “ახალი მემარჯვენეების” სიით გასული – მამუკა მღვდელაძე.

 

საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატების სახით არიან წარმოდგენილნი: მანანა კიკაბიძე (ფრაქცია “ნაციონალების” ყოფილი წევრი), დავით დვალი (ქდმ-ს პარტიული სიით არჩეული) და სერგო ლექვინაძე (ფრაქცია “მაჟორიტარების” ყოფილი წევრი).

 

ქუთაისის საკრებულოში 10-ვე მაჟორიტარი 2010 წლის არჩევნების დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ეგიდით იყო არჩეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი