ახალი ამბები

პირველი ლედის ხარჯები ამერიკაში და ბიუჯეტი პრეზიდენტის შვილებისათვის

17 აპრილი, 2013 • 1926
პირველი ლედის ხარჯები ამერიკაში  და ბიუჯეტი პრეზიდენტის შვილებისათვის

სანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი

კერძოდ, მაღაზია “სამოსელი პირველისთვის” 1190 ლარია გადახდილი 2012 წლის 12 აპრილს  სვანური ჩოხისა და მისი აქსესუარებისთვის, ხოლო ხელნაკეთი სუვენირი თოჯინისთვის -700 ლარი.  ამ პროდუქციის შემკვეთი პრეზიდენტის უმცროსი შვილი ნიკოლოზ სააკაშვილია.

დანარჩენი თანხით კი შეძენილია ავიაბილეთები საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსისა და  შვილის ედუარდ სააკაშვილისთვის.

სანდრა რულოვსი  ხარჯები, რომელიც ბიუჯეტმა დაფარა

 

სააგენტო “პირველის” ინფორმაციით,  2012 წლის 29 მარტს სანდრა რულოვსი პოლონეთში თავისი წიგნის “იდეალისტის ნაამბობის” პრეზენტაციაზე გაემგზავრა.


დღეს ასევე გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სანდრა რულოვსი 2012 წელს  20 ივლისიდან – 4 აგვისტომდე აშშ-ში რამდენიმე შტატში იმყოფებოდა. ამ პერიოდში  მან სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15298.18 აშშ დოლარი სასტუმროს ხარჯი დაფარა, ხოლო შიდა  მგზავრობის, კვების და სხვა ხარჯებმა 4116.56 აშშ დოლარი შეადგინა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მოხვდა პრეზიდენტის შვილი ედუარდ სააკაშვილი, რომლისთვისაც 2012 წელს  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაყიდია 14942.7 ლარის ღირებულების ავიაბილეთები


ბილეთები ედუარდ სააკაშვილისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი