ახალი ამბები

იუშენკოს აბანოს მომსახურება საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით

17 აპრილი, 2013 • 1039
იუშენკოს აბანოს მომსახურება საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით

ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტით, რომლითაც დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 591 ლარი გადაიხადა, გაწეული ხარჯის საფუძველში მითითებულია – “იუშენკოს აბანოს მომსახურეობა”, თუმცა 591 ლარიდან ძირითადი თანხა 7 პერსონაზეა დახარჯული.

 

მაგალითად, ხარჯებში ასახულია 7 კაცისთვის პირსახოცის, ჩუსტის, საპნისა და აბანოს მომსახურების ხარჯები.

 

45 ლარია დახარჯული მურაბიანი ჩაისთვის, 24 ლარი – მინერალური და სასმელი წყლისთვის. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ერთი მათგანის თაფლის მასაჟისთვის 50 ლარია დახარჯული.

 

დოკუმენტი თარიღდება 2011 წლით, როდესაც ვიქტორ იუშენკო აღარ იყო უკრაინის პრეზიდენტი. ამ დროისთვის მისი საქართველოში ვიზიტის თაობაზე ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა.

სააკაშვილი და იუშენკო
სააკაშვილი და იუშენკო

მასალების გადაბეჭდვის წესი