“მარიკამ ძალიან საინტერესო რამ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი თურმე კიდევ უფრო მეტ მოულოდნელობებს უნდა ელოდოს. საინტერესოა, საიდან და რა მასალებზე მიუწვდება მას ხელი. ჩვენ დროს მისთვის რაიმე სპეციალური მასალა არ გადაგვიცია და საინტერესოა ვინ გადასცა მას ეს მასალები? ხომ არა დღევანდელმა სპეცსამსახურებმა?”
ბობოხიშის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების გამოყენებით სპეცსახურები სპექტაკლს დგამენ:
“მოსახლეობას მოვუწოდებ, გაიხსენოს ბესო სურმავას ეპიზოდი, როდესაც ბესო სურმავას სახელით გავრცელდა სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ჩანაწერები ქართული ოცნების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ სპეცსამსახურებს აქვთ გარკვეული მასალები “ნაციონალური მოძრაობის” და ზოგადად ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და აპირებენ ამ მასალების გამოქვეყნებას, როგორც მოხდა თავის დროზე ბესო სურმავას შემთხვევაში, ასევე დღეს აპირებენ ჩვენი ყოფილი ლიდერების მეშვეობით. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი არის ერთი მთლიანი სპექტაკლი დადგმული დღევანდელი სპეცსამსახურის მიერ.”
ვერულაშვილი დღეს პირველად გამოჩნდა საჯაროდ პარტიის დატოვების შემდეგ. ის თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე მივიდა.
ვერულაშვილის თქმით, დათა ახალაიას წერილი არაფერ შუაში არ არის 19 აპრილის აქციასთან:
“ეს არის დათა ახალაიას დამსახურებილი საჩუქარი იუბილარ ვანო მერაბიშვილისადმი. ორი დღის წინ სწორედ ვანო მერაბიშვილის დაბადების დღე იყო. მე მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას და მას კიდევ მოუწევს ძალიან ბევრი რამის მოსმენა. ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს”.
