ახალი ამბები

საქართველოში ყოველი მეორე შიშობს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დაუცველია – EU/UNDP-ის კვლევა

26 ივლისი, 2017 •
საქართველოში ყოველი მეორე შიშობს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დაუცველია – EU/UNDP-ის კვლევა

გაეროს განვითარების ფონდისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) კვლევის თანახმად, საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე შიშობს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დაუცველია უკანონო შეგროვების, შენახვისა და გასაჯაროებისგან.

ამავე კვლევის თანახმად, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით განსხვავებულია თბილისის, ქალაქებისა და სოფლების პასუხები. კერძოდ, თბილისში პერსონალური მონაცემებს მოპოვებისგან, შენახვისგან და გასაჯაროებისგან დაუცველად თვლის მოსახლეობის 63%-64%. სხვადასხვა ქალაქში ამ მოსაზრებას იზიარებს 44%-45%, ხოლო სოფლებში იგივე მაჩვენებელი 38%-39%-ს შეადგენს.

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ყოვლი 10 გამოკითხულოდან 8-ს ეჭვი არ ეპარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაში (81%), უმნიშვნელოს კი გამოკითხულთა მხოლოდ 5% უწოდებს.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის კვლევა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის კვლევა

ეს შედეგები გამოავლინა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ACT-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ. ამ კვლევის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ადამაინის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით.  ორგანიზაციების ცნობით, კვლევა ეყრდნობა 5 ათასი ადამიანის პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუსჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტევიუს შედეგებს. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან.  კვლევა 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი