მოსახლეობის უმეტესობა ადამიანის უფლებებზე ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს – EU/UNDP-ის კვლევა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის კვლევის თანახმად,  ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებად ტელევიზიას  ყოველი 10 ადამიანიდან   9 ასახელებს.

სოციალური ქსელებიდან 19% იღებს ინფორმაციას, ინტერნეტ-პორტალებიდან – 11%, ბეჭდური მედიიდან კი – 10%.

ამავე კვლევის თანახმად, ტელევიზია თანაბრად პოპულარულია სხვადასხვა ტიპის დასახლებებში, სოციალურ ქსელებს კი ბევრად უფრო ხშირად მოიხმარენ თბილისში (24%), ვიდრე სოფლად (12%), სხვა ქალაქებში შესაბამისი მაჩვენებელი 21%-ია.

 

 

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის კვლევა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის კვლევა

ეს შედეგები გამოავლინა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ACT-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ. ამ კვლევის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ადამაინის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით.  ორგანიზაციების ცნობით, კვლევა ეყრდნობა 5 ათასი ადამიანის პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუს-ჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტევიუს შედეგებს. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან.  კვლევა 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი