ახალი ამბები

მარგველაშვილი: კირვალიძე არის მინისტრი, რომელსაც მე პირადად ვუწევდი რეკომენდაციას

2 მაისი, 2013 • 1016
მარგველაშვილი: კირვალიძე არის მინისტრი, რომელსაც მე პირადად ვუწევდი რეკომენდაციას

“კირვალიძე არის მინისტრი, რომელსაც მე პირადად ვუწევდი რეკომენდაციას ყველა ეტაპზე მისი კარიერის, დიდი ხანია ვიცნობ დათოს, არის გამორჩეული ადამიანი, აქვს გამორჩეული ღირებულებები. პირველ რიგში, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დათო არის აბსოლუტურად პირნათელი ყველა საკითხთან მიმართებაში”, – აცხადებს ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი.

 

დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე

“თუკი რომელიმე სამინისტროში არის დარღვევები და ამის გამოძიება და გამომზეურება ასე სწრაფად ხდება, როგორც ეს მოხდა ამ შემთხევვაში, ეს არის მისასალმებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მთავრობა თავის რიგებში არ მოითმენს ასეთი სახის დარღვევებს. რა შედეგი შეიძლება ამას მოყვეს, ვერ გეტყვით, გამოძიება მიმდინარეობს და მისი შედეგები როდესაც გახდება ცნობილი, შესაბამისად იქნება დასკვნები გამოტანილი”, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ის, რაც მოხდა, სამწუხაროა:

 

“არსებობს კომპენეტნტური სამსახური, რომელიც დეტალებს შეისწავლის და მე, რა თქმა უნდა, შესწავლის დასრულებალმდე ვერ გამოვიტან დასკვნას, ბრალეულები იყვნენ თუ არა”.

 

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 25 საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ უცნობია, ესწრება თუ არა მას სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი