“რუსთავი 2″–ის გადაცემა “პოზიციაში” მან განაცხადა, რომ დათა ახალაია არის თავისუფალი ადამინი და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.
“არ მჭირდება ამ თემებზე ზედმეტი კომენტირება. “ნაცმოძრაობა” ეს არ არის პიროვნულ ურთიერთობაზე აგებული პოლიტიკური გაერთიანება. ადამიანები მიდიან, მოდიან, წასულან კიდეც და ეს მოხდება მომავალშიც.”
სოციალურ ქსელ facebook-ზე დათა ახალაიას მიმართვა 15 აპრილს გავრცელდა, სადაც ციხის კადრების შექმნას, არჩევნებში დამარცხებასა და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვას ვანო მერაბიშვილს უკავშირებს:
“აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, – კაცი, რომელმაც ჩვენთან – ჩემთან და ჩემს ძმასთან – ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.
