ველიჯანაშვილის თქმით, მეგის ქარდავა აცხადებს, რომ მას არანაირი კავშირი არა აქვს არანაირ კადრებთან და არავის ფარულად არ იღებდა და აშანტაჟებდა, ასევე არ ფლობს არანაირ ვიდეოკადრებს. მეგის ქარდავას განცხადებით, მან არ იცის, ვის შეიძლება დაედგა ეს კადრები და ვის აწყობდა ამის დაკავშირება მის სახელთან.
მიმდინარე წლის დასაწყიში პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. პროკურატურამ ამ განცხადებას თან დაურთო შესაბამისი ვიდეომასალა.
ამ საქმეზე პროკურატურამ მეგის ქარდავას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი.
