კბილაშვილის თქმით, მთავარი პროკურატურა უკვე გაეცნო ამ განცხადებას, თუმცა ამბობს, რომ აუცილებელია დაზუსტდეს, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ის დათა ახალაიას.

 

“ეს გვეცოდინება მაშინ, თუ ეს ადამიანი ჩამოვა საქართველოში და მოწმის ან სხვა სტატუსით სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენებას მისცემს. ასეთ შემთხვევაში, ის ფაქტები, რომელიც მის განცხადებაშია ნათქვამი, ბუნებრივია, გადამოწმდება. იქამდე ჩვენთვის დანამდვილებით არ არის ცნობილი, ეკუთვნის თუ არა მას ეს განცხადება. მანამდე არანაირი გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით არ წარიმართება,”- განაცხადა კბილაშვილმა. 

 

კბილაშვილის თქმით, დათა ახალაიას, რომელიც ყაზარაშვილის ცემის ფაქტის გამოა ბრადებული, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ.

 

“მომავალში როგორ წარიმართება ვითარება, როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი. რა ჩვენებას მისცემს ის სამართალდაცავებს, ამას მომავალი გვაჩვენებს. თუ ჩვენ მის უდანაშაულობაში დავრწმუნდებით, შევწყვეტთ მის მიმართ დევნას. რაც შეეხება სხვა საქმეებს, მოვისმენთ მის ჩვენებას.”

 

სოციალურ ქსელ facebook-ზე დათა ახალაიას მიმართვა გავრცელდა, სადაც ციხის კადრების შექმნას, არჩევნებში დამარცხებასა და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვას ვანო მერაბიშვილს უკავშირებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *