“მთელი ეს ბრალდებები არის აბსურდი. და ძალიან გავს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ხელწერას. ძალიან საეჭვოდ და საინტერესოდ ემთხვევა დროში 19 აპრილის აქციის მოახლოებას. ჩანს, რომ ხელისუფლება ძალიან ნერვიულობს ამ აქციის გამო. ლოგიკურად გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ასეთი ნერვიულობა,”- ამბობს დარჩიაშვილი რუსთავი 2- თან საუბარში.
სოციალურ ქსელ facebook-ზე დათა ახალაიას სახელით მიმართვა გუშინ გავრცელდა, სადაც ციხის კადრების შექმნას, არჩევნებში დამარცხებასა და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვას ვანო მერაბიშვილს უკავშირებს.
ის, რომ აღნიშნული განცხადება ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის, მხოლოდ მისმა ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა დაადასტურა.
