ახალი ამბები

განათლების სამინისტრომ აშშ-სთან მემორანდუმი გააფორმა

15 აპრილი, 2013 • 1125
განათლების სამინისტრომ აშშ-სთან მემორანდუმი გააფორმა

ხელმოწერამდე, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ტარა სონენშაინი და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ და სამომავალო გეგმები განიხილეს.

 

მემორანდუმი სტუდენტებისა და მეცნიერ-მკვლევარებისათვის განკუთვნილი “ფულბრაიტის (Fulbright) აკადემიური გაცვლითი პროგრამის” ფარგლებში არსებული კავშირების განმტკიცებასა და განვითარებას ითვალისწინებს.

 

“მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტთა და მეცნიერთა გაცვლას განათლების ყველა საფეხურსა და სასწავლო/სამეცნიერო კვლევის ყველა დარგსა და სფეროში, გაძლიერდება კავშირები ორი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს შორის. ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტიპენდია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ქართველ სტუდენტებსა და მეცნიერებს სთავაზობს. ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისას ამერიკის მხარე კოორდინირებას გაუწევს საქართველოში „ფულბრაიტის პროგრამის“ დაფინანსებას, მართვასა და განხორციელებას,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამა 1946 წელს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ათასობით მეცნიერმა ჩამოაყალიბა გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობები თავიანთ კოლეგებთან აშშ-ში, განახორციელა ერთობლივი კვლევები, გამოსცა მეცნიერული პუბლიკაციები და ა.შ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი