ახალი ამბები

NDI: მათი რიცხვი, ვინც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, გაიზარდა

15 აპრილი, 2013 • 1001
NDI: მათი რიცხვი, ვინც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, გაიზარდა

თუკი წინა კვლევაში თავს დაუსაქმებლად გამოკითხულთა 67% მიიჩნევდა, ამჯერად ეს მაჩვენებელი 72%–მდე გაიზარდა. ხოლო იმ ადამიანებისგან, ვინც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 48% სამსახურს ეძებს.

თავს დასაქმებულად მიიჩნევს მოსახლეობის 28%. განსხვავებებია ასაკისა და სქესის მიხედვით. დასაქმებულთა რაოდენობა შედარებით მაღალია 36–55 წლის მოსახლეობაში, ხოლო თავს დასაქმებულად უფრო მეტი მამაკაცი მიიჩნევს, ვიდრე ქალი.


განსხვავებული მონაცემებია საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაც. უფრო მეტად მიიჩნევენ თავს დაუსაქმებლად სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე, დასავლეთ საქართველოში. 


ეროვნულ-ემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც 2013 წლის 13–27 მარტის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/– 2.5%–ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი