ახალი ამბები

NDI: მოსახლეობის უმეტესობისთვის არჩევნების შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა

15 აპრილი, 2013 • 971
NDI: მოსახლეობის უმეტესობისთვის არჩევნების შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა

ჩამოთვლილ საკითხებს შორისაა: სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, სიღარიბე, პენსიები და ა.შ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი გამოკითხულები პასუხობენ, რომ მდგომარეობა შეიცვალა, უმეტესობა თვლის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, ვიდრე გაუარესდა.


გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაში არიან. 10%–თვის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 8%–სთვის მდგომარეობა გაუარესდა.

ეროვნულ-ემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც 2013 წლის 13–27 მარტის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/– 2.5%–ია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი