ახალი ამბები

სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლები შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს

15 აპრილი, 2013 • 981
სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლები შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს

“სენაკის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პოლიციელების დისციპლინა, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. 

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მით უმეტეს, კანონის დაცვა ევალება მას, ვისაც სამხედრო ფორმა აცვია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ყველა სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაითავისოს, რომ კანონის დარღვევა არავის ეპატიება.

 

პროკურატურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება გუშინ ციხისძირში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილობრივ მოქალაქეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი