ახალი ამბები

“WIZZ AIR უკრაინა” ქუთაისიდან დონეცკში 27,99 ევროდ იფრენს

15 აპრილი, 2013 • 1494
“WIZZ AIR უკრაინა” ქუთაისიდან დონეცკში 27,99 ევროდ იფრენს

კომპანიის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით ბილეთის ფასი  27.99 ევროდან განისაზღვრება. მგზავრთა გადაყვანა მოხდება  Airbus 320-ით.

 

“WIZZ AIR”
“WIZZ AIR”

 

ავიაკომპანია “WIZZ AIR” საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წლის 27 სექტემბრიდან ოპერირებს. ამჟამად  ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს  კიევის მიმართულებით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის  საერთაშორისო აეროპორტიდან.

 

 

“WIZZ AIR”–ი წარმოადგენს  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას.  კომპანია  უნგრულია, რომელსაც  უკრაინაში აქვს დაფუძნებული ავიაკომპანია “WIZZ AIR  უკრაინა“. 

 

 

ავიაკომპანია “WIZZ AIR  უკრაინა“ უახლოეს მომავალში გეგმავს რეისების დამატებას ხარკოვის, ვარშავისა და კატოვიცეს მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი