გთავაზობთ 21 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
10:30 – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად, პეკინის ქუჩის მთავარ სამუშაოებთან დაკავშირებით, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: პეკინის და ბახტრიონის ქუჩების კვეთა.
11:00 – მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა იწყება. ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი დაესწრებიან. მისამართი: მცხეთა, წერეთლის ქუჩა (ყოფილი „ტურბაზის“ ტერიტორია)
11:00 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ჩატარდება სამუშაო შეხვედრა – შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტთან დაკავშირებით. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
12:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საყდრისის კომიტეტი ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგზე საუბარი იქნება 2016 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ოქროსმწარმოებელი კომპანია ‘არემჯი გოლდის“ ინსპექტირების შედეგებზე.
13:00 – ვერის საკალათბურთო დარბაზში ოფიციალურად დაიხურება
ესპანური სასკი ბასკონიასა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი
კემპი, რომელშიც 75 მოზარდი მონაწილეობდა.
13:00 – თბილისის ზღვაზე სტარტს აიღებს თბილისის ღია პირველობა აფროსნობაში.
13:00 – გაიმართება პრესკონფერენცია იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის თანამშრომლობის შესახებ. მისამართი: იუსტიციის სახლი, ზ.გამსახურდიას სახ. მარჯვენა სანაპირო #2. საკონტაქტო პირი: დაჯი მალაღურაძე 558 95 54 54
14:00 – სასტუმრო რედისონში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია პრეს-კონფერენციას გამართავს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს.
15:00 – ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
17:00 – „ვისოლ ჯგუფი” „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“
ამერიკულ რესტორნებს ხსნის.