ახალი ამბები

სამტრედიის საარჩევნო ოლქში “ნაციონალები” პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ

15 აპრილი, 2013 • • 1005
სამტრედიის საარჩევნო ოლქში “ნაციონალები” პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ

ნადირაძის მტკიცებით, 11 აპრილს მასთან მისი ყოფილი კლასელი, სამტრედიის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი შალვა თავაძე მივიდა და საარჩევნო კამპანიის შეწყვეთა მოთხოვა:

 

„11 აპრილს დამირეკა ჩემმა კლასელმა და მითხრა, რომ შევხვედროდი. მოვიდნენ, ოთხნი იყვნენ. შალვა გადმოჯდა ჩემს მანქანაში და მითხრა, რომ თუ საარჩევნო კამპანიას არ შევწყვეტ, ან სოფლიდან არ წავალ, ჩემზე პოლიცია არჩევნების შემდეგ საქმეს შეკერავს და დამაკავებს.”

 

ნადირაძის თქმით, ის არანაირ უკანონო საქმიანობას არ ეწევა:

 

“მე არსად არ მივდივარ, ჩვეულებრივ განვაგრძობ მუშაობას. არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არ ჩავდივარ, მით უმეტეს, ახლა, როცა ოპოზიციაში ვიმყოფები და არც ადრე გამიკეთებია ეს.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის თქმით, შუალედური საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებისათვის სერიოზული გამოცდაა, თუმცა ჯერჯერობით ამ გამოცდას თავს წარმატებით ვერ ართმევს:

 

„არის კონკრეტული ფაქტები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, არის კონკრეტული ფაქტები ადამიანებზე ზეწოლის, იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. მინდა მივმართო უწყებათაშორის კომისიას, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით. მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ ეს არ არის ის გზა, რომლის გამოც ხალხმა 1 ოქტომბერს მას ნდობა გამოუცხადა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი