აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

 

“კაპრალი ანჯაფარიძე და სერჟანტი ცაავა ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდნენ. ისინი სამშობლოში 156  თანამებრძოლთან ერთად დღეს, გამთენიისას დაბრუნდნენ.  სამხედროებს აეროპორტში III ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდა”– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

32-ე ბატალიონი ISAF-ის  მისიის ფარგლებში ავღანეთში  6 თვის განმავლობაში  მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა. ბატალიონის საქართველოში დაბრუნება ეტაპობრივად ხორციელდება. 32-ე ბატალიონი სამშობლოში 22 აპრილამდე სრულად დაბრუნდება. ისინი ავღანეთში როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *